A podcast about history, culture, civilizations, military affairs, and other topics.
The Truth is bitter.


მწარე პოდკასტი

ამ ეპიზოდში, ენათმეცნიერი და გენეტიკის მკვლევარი კახი სახლთხუცესი გვესტუმრა ქართველების გენეტიკურ წარმომავლობაზე და ზოგადად, გენეტიკაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ინსტრუმენტზე სასაუბროდ ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევებისთვის.

2 days ago | [YT] | 7

მწარე პოდკასტი

ამ ეპიზოდში, წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა - კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა" განვიხილეთ, სხვა ეკრანიზაციებსაც გადავავლეთ თვალი და არც ისტორიული კონტექსტი მოვაკელით. პოდკასტის სტუმარია არქეოლოგი მიშა შაველაშვილი.

1 month ago | [YT] | 6

მწარე პოდკასტი

🔴ჩვენი მეგობარი „ტავერნის" მორიგი ეპიზოდი, ალექსანდრე დიუმას „კავკასიასა" და ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულოს უკავშირდება. გირჩევთ ჩაუსხდეთ.

1 month ago | [YT] | 7

მწარე პოდკასტი

🛑ამ ეპიზოდში, ანტიკური ხანის მკვლევარ გიორგი უგულავასთან ერთად, ისტორიის ორ მამაზე - ჰეროდოტესა და თუკიდიდეზე და მათ ეპოქაზე ვისაუბრეთ.

1 month ago | [YT] | 6

მწარე პოდკასტი

ამ ეპიზოდში ისტორიკოსებთან ბექა კვაჭაძესა და თემო სიხარულიძესთან ერთად, ჯადოქრებზე, ალებსა თუ მაქციებზე ნადირობაზე, ზებუნებრივი ბოროტი სულების რწმენაზე, კუდიანთა შაბაშზე, უძველეს წარმართულ რიტუალებზე, ერეტიკოსებზე, ინკვიზიციაზე და უამრავ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, როგორც დასავლეთ ევროპის გამოცდილებაზე, ისე საქართველოს შესახებ. პოდკასტის

1 month ago | [YT] | 7

მწარე პოდკასტი

ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდში, რომელიც XVII საუკუნის საქართველოში გამოგზაურებთ; ისტორიკოს შოთა მათითაშვილთან ერთად ვრცლად განვიხილეთ დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ბიოგრაფია, არსებული ისტორიული წყაროები, უცნობი დეტალები.

2 months ago | [YT] | 7

მწარე პოდკასტი

„მწარე პოდკასტის" არაერთგზის სტუმრებმა, ნიკა შონიამ და ბექა კვაჭაძემ, ახალი, საინტერესო არხი გახსნეს, რომელიც ისტორიასაც ეხება, კულინარიას, ყოველდღიურ ცხოვრებას, ლიტერატურას და უამრავ საინტერესო რამეს მოისმენთ და ნახავთ. ყველას გირჩევ გამოიწეროთ. „მწარე პოდკასტის" მსმენელისთვის, იგივე დოზით საინტერესო მასალა იქნება. პირველ ეპიზოდში კი სწორედ „მწარე პოდკასტია" სტუმარი.

2 months ago | [YT] | 8

მწარე პოდკასტი

www.facebook.com/share/p/1HaHYJ8Qxo/
survey.sega.co.uk/en/med3-factions?g2gid=136381
მეგობრებო, ვისაც გინდათ რომ საქართველოს სამეფო სტრატეგიების ამ ლეგენდარული სერიის ახალ ნაწილში დაამატონ, გადადით მაგ პოსტზეც და მაგ ლინკზეც (საცა შესავსებია და აირჩიეთ ფრაქციები, მათ შორის 1 საქართველო) და მაქსიმალურად იაქტიურეთ, აკვირდებიან ინტერესს, ხმის მიცემაა ფაქტობრივად, რომელი ფრაქციები ჩასვან; აშკარად დადებითად არიან განწყობილები, ეგზოტიკურიც არის საქართველოს სამეფო შუა საუკუნეებში და ვფიქრობ, არის შანსი ჩასვან.
აღნიშნული აქვთ როგორც პან-კავკასიური იმპერია, რომელსაც ამ პერიოდში ჰქონდა ოქროს ხანა და ევროპის ზღვარზე სიმაგრედ იყო აღმართული.

3 months ago (edited) | [YT] | 51

მწარე პოდკასტი

მოახლოვდა მსოფლიო ჩემპიონატი და მინდა ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ. ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ეპიზოდია, რომელიც, ჯერ კიდევ სტუდიაში გადასვლამდეა ჩაწერილი. ვისაც სპორტის ისტორია და თუნდაც, ზოგადად, ისტორია გაინტერესებთ, ნამდვილად ღირს მოსასმენად.
🛑რას წარმოადგენდა „ჰარპასტუმი", როგორ თამაშობდნენ ბურთით მეზოამერიკაში;
🛑 როდის გაჩნდა ტერმინი „ფეხბურთი" ბრიტანეთში;
🛑 როგორ გაიყო ფეხბურთისა და რაგბის გზები;
🛑რატომ არ იყო ინგლისი „ფიფას" დამაარსებელი;
🛑როგორ არის გადაჯაჭვული სპორტი პოლიტიკასთან
- ამ თემებზე ჩვენს ეპიზოდში მოისმენთ.

3 months ago | [YT] | 27